ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში სიცივემ დაისადგურა


ევროპაში სიცივემ დაისადგურა
ევროპაში სიცივემ დაისადგურა

დღეს ფრანკფურტის აეროპორტმა ამავე მიზეზის გამო 500-მდე ფრენა გააუქმა.

ძლიერი ყინვების გამო ევროპაში დახურულია აეროპორტები, თანამედროვე გზატკეცილები, შეფერხებით მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტი.

დიდი თოვლის გამო დაიხურა მსოფლიოს ერთერთი უდიდესი, ლონდონის "ჰიტროუს" აეროპორტი. დღეს ფრანკფურტის აეროპორტმა, ამავე მიზეზის გამო 500-მდე ფრენა გააუქმა.

ამ შეფერხებების შედეგად, ათასობით ადამიანია გზაში გაჩხერილი. საგანგებო ვითარებაა შექმნილი ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და იტალიაში.

XS
SM
MD
LG