ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი გამოფენა ვაშინგტონში


ახალი გამოფენა ვაშინგტონში
ახალი გამოფენა ვაშინგტონში

ინდიელ ხალხთა კულტურას ამერიკის ხელოვნებაში ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს.

ვაშინგტონის ინდიელთა ეროვნულ მუზეუმში 25 თანამედროვე ინდიელი მხატვრის 31 ნამუშევარია გამოფენილი. გამოფენის სახელწოდება „თვალსაზრისი“ გახლავთ. რაც შეეხება ინდიელთა ეროვნულ მუზეუმს, იგი ინდიელი ხალხის კულტურასა და ისტორიას ეძღვნება, თუმცა მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში თანამედროვე ინდიელ შემოქმედთა ნამუშევრებსაც ხშირად იხილავთ.

ამის ნათელი მაგალითი გახლავთ გამოფენა „თვალსაზრისი“, რომელიც თანამედროვე ინდიელ-ამერიკელი არტ მხატვრების შემოქმედებას ეთმობა. ინდიელთა ეროვნული მუზეუმის კურატორი რებეკა ტრაუტმანი გამოფენას შემდეგნაირად აფასებს:

„ბევრს უკვირს,როცა მუზეუმში თანამედროვე ეროვნული ხელოვნების ნიმუშებს ხვდება . ჩვენი მისიაც ალბათ ის არის, რომ აქ მოსულ ადამიანებს თანამედროვე ამერიკელი მხატვრებისა და ხელოვანების შემოქმედება გავაცნოთ და აღფთოვანებაში მოვიყვანოთ“

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით და დარწმუნებული ვარ, გამოფენა თქვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენს".

საგამოფენო დარბაზის შესასვლელში მარი ვოტის, შეერთებულ შტატებში თანამედროვე არტის ერთერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად იცნობენ. იგი სამუშაო მასალად ბამბას, თაბაშირს, თიხასა და ხეს იყენებს. ვოტის ძველი საბნებისგან დამზადებული ნატურმორტის ტიპის არტ ნამუშევარი სენეკელი ხალხის სამ ტრადიცულ ბოსტნეულს: სიმინდს, ლობიოსა და გოგრას ასახავს. სენეკა ინდიელთა ერთერთი ტომის ადგილსამყოფელია, საიდანაც წარმოშობით თავად მარი ვოტი გახლავთ.

„საბნების შეგროვება იმ მიზნით დავიწყე, რომ საკუთარ ნამუშევრებში გამომეყენებინა და მათთვის მეორე სიცოცხლე მეჩუქებინა. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი მაინც ის გახლავთ,რომ ეს საბნები სენეკას ხალხის უძველესი ტრადიციების მიხედვითაა მოქსოვილი და მათგან შექმნილი ნამუშევრების წყალობით, ინდიელი ხალხის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ“.

გამოფენა „თვალსაზრისის“ უმეტესი ნამუშევრები ამერიკის კონტინენტის ისტორიას, კულტურასა და ინდიელ ხალხთა სამომავლო პერსპექტივებს ასახავს. ჯეიმს ლავადორი ვალავალას ტომის ინდიელი მხატვარია და შეერთებულ შტატებში ფერადოვანი აბსტრაქტული პეიზაჟებით გაითქვა სახელი.
ინდიელთა ეროვნული მუზეუმის კურატორი რებეკა ტრაუმანი ლავადორის ნამუშევრებზე შემდეგნაირად საუბრობს:

„ლავადორის პეიზაჟები არა მარტო ვიზუალური ეფექტით გამოირჩევა, ისინი კონტინენტის გეოგრაფიულ, გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ განვითარებასაც გამოხატავენ“

გამოფენა „თვალსაზრისის“ დანარჩენ შემოქმედთა ნამუშევრების საშუალებით დამთვალიერებლები შემეცნებით გამოცდილებასაც იძენენ. სამხრეთ კალიფორნიელი ჯეიმს ლუნა ცნობილი პერფორმანსის მხატვარია. იგი წარმოშობით მექსიკელ-ინდიელი გახლავთ და საკუთარ წარმომავლობაზე ნამუშევრებით გვიამბობს:

„ მთავარია, ადამიანებმა ჩემი პერფორმანსებით რაღაც განსაკუთრებული ნახონ და გამოცდილებაც შეიძინონ “-ამბობს ჯეიმს ლუნა.

ჯეიმს ლუნას პერფორმანსი „პაბლო ტაკის სამლოცველო“ ინდიელთა ცხოვრებაში ქრისტიანული რელიგიის ზეგავლენას ასახავს. ვიზუალური ხელოვნების ეს ნიმუში ასევე პატივს მიაგებს იმ ინდიელს, რომელმაც ორასი წლის წინ პუიუკიჩუმის ტომის დამწერლობა შექმნა და ტომის კულტურისა და ტრადიციების განივითარებას შეუწყო ხელი.

„ კალიფორნიის შტატის ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი ინდიელების შესახებ დღემდე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს. თუმცა ვინც ჩემს პერფორმანსს „პაბლო ტაკის სამლოცველოს“ იხილავს, ბევრ ახალ რამეს შეიტყობს და შეაფასებს რეალობას“

ვაშინგტონის ინდიელთა ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა სახელად „თვალსაზრისი“ კიდევ გვახსენებს, რომ ინდიელთა კულტურა საკმაოდ საინტერესოა, მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ კვლავ ვითარდება და შეერთებული შტატების ხელოვნების სფეროში ერთერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს.

XS
SM
MD
LG