ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპანტები პრეზიდენტ ობამას მიმართავენ


ოკუპანტები პრეზიდენტ ობამას მიმართავენ
ოკუპანტები პრეზიდენტ ობამას მიმართავენ

მიმართვის ადრესატებს შორის რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი და დე–ფაქტო ადმინისტრაციის ლიდერი, ედუარდ კოკოითიცაა.

ოკუპანტები პრეზიდენტ ობამას მიმართავენ
ოკუპანტები პრეზიდენტ ობამას მიმართავენ

ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციამ ორი დღის წინ ამერიკის პრეზიდენტს საგანგებო განცხადებით მიმართა. მიმართვის ადრესატებს შორის რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი და დე–ფაქტო ადმინისტრაციის ლიდერი, ედუარდ კოკოითიცაა. ახალგორის ფაქტობრივი ადმინისტრაცია ამ წერილით ახალგორისთვის გაზის მიწოდების აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზურაბ ფიცხელაური საუბრობს, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ამ ოკუპირებული ადგილიდან.

ახალგორისთვის გაზის მიწოდება ომის შემდეგ შეწყდა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამის ოფიციალური მიზეზი დაზიანებული მილსადენია, რომლის დატვირთვის შემთხვევაში ქართველი სპეციალისტები უბედური შემთხვევების დიდი რისკის არსებობის შესახებ საუბრობენ. ითქვა ისიც, რომ გაზის მიწოდება თუ აღდგებოდა, ამას რუსეთის ხელისუფლება ახალგორში არსებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამარეგებლად გამოიყენებდა. სწორედ გაზის მიუწოდებლობა იყო მიზეზი იმისა, რომ რამდენიმე ათეული ცხინვალისპირა სოფელი წელს უწყლოდ გადახმა. დე–ფაქტო ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ ბუნებრივი აირის მიუღებლობის შემთხვევაში ქართულ სოფლებს სარწყავ წყალს არ მიაწვდიდა, რაც შესრულდა კიდეც.

ზურაბ ფიცხელაური ამბობს, რომ თავად მიმართვის ტექსტი არ უნახავს, თუმცა იცის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მასზე ხელი მოაწერინეს. აუხსნეს რა, რომ ამით ისინი ბუნებრივი აირის აღდგენას ითხოვდნენ. ზურაბ ფიცხელაურის თქმით, რას მოაწერა ხელი ბევრმა ადგილობრივმა არც იცის, რადგან ტექსტი მათთვის უცნობ ენაზე იყო შედგენილი.

გარდა ახალი მიმართვის გავრცელებისა, ახალგორის დე–ფაქტო ადმინისტრაცია ქალაქში შესვლის წესის გამკაცრებასაც გეგმავს. თუ აქამდე ახალგორში მოხვედრა პირადობის მოწმობის რუსულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლით იყო შესაძლებელი, ამასთან ისე, რომ მოწმობის მფლობელის ჩაწერის ადგილი ახალგორი ყოფილიყო, ახალი წესების თანახმად, საქართველოს პირადობის მოწმობა საერთოდ ზედმეტი ნივთი იქნება. მის მფლობელს ახალგორში შესვლაზე პრეტენზიის გაცხადების უფლება აღარ ექნება მიუხედავად იმისა, ადგილობრივი მაცხოვრებელია თუ არა.

ქალბატონი, რომელიც ჩვენ გვესაუბრა, ამჟამად წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ახალგორიდან დევნილია. იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებს საკუთარი სახლის მონახულებას. ამბობს, რომ ახალგორში შესასვლელად არაერთი ბარიერია გადასალახი. მას მიაჩნია, რომ ვინაობის გამხელა სხვა დროს ახალგორში შესვლილას შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ამბობს, რომ დიდი შვებაა ცოტა ხნით საკუთარ სახლში სტუმრობა. რას იზამს მაშინ, როდესაც ქართულსა და რუსულ პასპორტებს შორის რჩეევანის წინაშე დადგება? ჩვენი რესპოდენტი გვპასუხობს, რომ ალბათ ქართული პასპორტის სასარგებლოდ მოუწევს ნაბიჯის გადადგმა. ამ არჩევანით იგი საკუთარ სახლში სტუმრობის უფლებას დაკარგავს.

XS
SM
MD
LG