ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება მოხდა ტაჯიკეთში


თავდამსხმელები ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ჩეჩნეთიდან არიან.

შეტაკება მოხდა ტაჯიკეთში. ხელისუფლების განცხადებით, ისლამისტმა მეამბოხეებმა სამხედრო კოლონაზე მიიტანეს შეტევა, რის შედაგადაც 23 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგელის განცხადებით, ეს ტერორისტული აქტი იყო.

თავდამსხმელები ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ჩეჩნეთიდან იყვნენ. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა რაშტის ხეობაში მოხდა, რაც დედაქალაქ დუშანბედან 250 კილომეტრით არის დაშორებული. ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონოვი კი ნიუ-იორკში იმყოფება და გაეროს გენარალური ასამბლეისთვის ემზადება. მან მთავრობას უკვე მისცა შესაბამისი ბრძანებები ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებისთვის.

XS
SM
MD
LG