ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა


პირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა
პირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა

ნათანიაჰუსა და აბასს ახლა თავიანთ ქვეყნებში ოპოზიციური ძალების კრიტიკის მოსმენა მოუწევთ.

ვაშინგტონში დასრულდა ისრაელისა და პალესტინის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. ბენიამინ ნათანიაჰუმ მოლაპარაკებებისას ცალსახად აღნიშნა, რომ უსაფრთხოება ისრაელისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, პალესტინის ლიდერმა კი დაჯნებით მოითხოვა ებრაული სამოსახლოების მშენებლობის შეწყვეტა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ნათანიაჰუსა და აბასს ახლა თავიანთ ქვეყნებში ოპოზიციური ძალების კრიტიკის მოსმენა მოუწევთ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც ამ შეხვედრებს უძღვებოდა, აცხადებს რომ ისრაელის პრემიერსა და პალესტინის პრეზიდენტს ძალულთ წარმატებას მიაღწიონ და რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა ამერიკის ეროვნული უსასფრთხოების ინტერესის საგანია.

ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ პალესტინური მეამბოხე დაჯგუფება ჰამასის მიერ ბოლოს მდინარე ორდანეს დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული ტერორისტული აქტები მოლაპარაკებებს საფრთხეს უქადის და ისრაელის უსაფრთხოების კარდინალურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ბენიამინ ნათანიაჰუმ კერძოდ გაიმეორა ის, რაც ებრაული სახელმწფოს ლიდერებს არაერთხელ უქვამთ:

“მტერი ებრაელ მოსახლეობას კლავს, ის ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, კლავს მშვიდობის იმედს. ამ სიტუაციაში ჩვენთვის უსაფრთხოება უმთავრესია . უსაფრთხოება მშვიდობის საფუძველია.”

ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პრეზიდენტის წარგზავნილმა ჯორჯ მიჩელმა მოლაპარაკებების პროდუქტიული უწოდა და თქვა , რომ მხარეები რეგულარულ შეხვედრებს გამართავენ.

“მხარეები შეთანხმდნენ , რომ რეგიონში თოთხმეტ და თხუთმეტ სექტემბერს შეხვდებიან ერთმანეთს და ასე გაგრძელდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ”.

პალესტინელმა მეამბოხეებმა,როგორც ცნობილია მოლაპარაკებების დაწყებისთანავე გააკეთეს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი უარყოფენ ისრაელთან მოლაპარაკებებს და გააგრძელებენ მასზე თავდასხმებს.

ისლამური დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაერთიანდა ცამეტი მეამბოხე დაჯგუფება , რომლებიც ერთობლივი ძალებით უფრო ეფექტურ თავდასხმებს გაუწევენ ორგანიზებას ისრაელის წინააღმდეგ, მათ შორის კამიკაძეთა თავდასხმებს.

შეგახსენებთ, რომ ჰამას ღაზის სექტორს აკონტროლებს.

ამ ფონზე, ისრაელის რადიო იუწყება, რომ პრემიერ მინისტრ ნათანიაჰუს ლიქუდის პარტია შეეცდება პირდაპირ მოლაპარაკებებში უფრო ზომიერი პოზიცია მონახოს. პარტიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი შეეცდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის, რაც შეიძლება დიდი ტეირტორია საკუთარი გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს და ამასთან ხელისუფლება პალესტინური პრობლემის დაძლევას შეეცდება.

XS
SM
MD
LG