ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის წყალდიდობის შედეგები


შედეგები 2010 წლის იანვარში ჰაიტის მიწისძვრის, 2004 წელის ინდონეზიის ცუნამისა და 2005 წლის პაკისტანის მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ერთიან ზარალს აღემატება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამომადგენლის განცხადებით, პაკისტანში წყალდიდობების შედეგად გამოწვეული ზარალი,ბოლო დროს მომხდარი სამი სტიქიური უბედურების მიერ გამოწვეულ ზარალს აღემატება.

მაურიციო ჯულიანო, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი აცხადებს, რომ პაკისტანის მთავრობის გამოთვლებით, პაკისტანის წყალდიდობის შედეგები 2010 წლის იანვარში ჰაიტის მიწისძვრის, 2004 წელის ინდონეზიის ცუნამისა და 2005 წლის პაკისტანის მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ერთიან ზარალს აღემატება.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანახმად, პაკისტანში უწყვეტი წვიმები მდგომარეობას საგრძნობლად ართულებს. ამ ეტაპზე 1600 ადამიანია დაღუპული და სტიქიამ დაახლოებით 15 მილიონი ადამიანის საცხოვრებელი დააზიანა.

XS
SM
MD
LG