ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პრიორიტეტები განათლების სისტემაში


ახალი პრიორიტეტები განათლების სისტემაში

განათლების სისტემაში ახალი პრიორიტეტული მიმართულებები ისახება. ამ თემაზე ინტერვიუ ჩვენმა რესპონდენტმა პოლიტოლოგმა, ბატონმა ნიკა ჩიტიძემ მოგვცა. გააკეთა რა კომენტარი პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში განათლების სისტემაში აქცენტი საბუნებისმეტყველო სწავლებაზე გაკეთდება და სწორედ ამ მიზნით საქართველოში შეიქმნება ახალი, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უნივერსიტეტი. ბატონი ნიკას თქმით:

-„სამწუხაროდ ბოლო პერიოდში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში გამოიკვეთა, რომ ყველაზე პოპულარული ფაკლტეტებია ბიზნეს-ადმინისტრაცია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ. ერთის მხრივ ეს არის მისასალმებელი. კერძოდ ის, რომ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა ისახება. .მეორეს მხრივ კი სამწუხაროაის ფაქტი, რომ საბუნებისმეტყველო საგნები, როგორებიცაა ფიზიკა და ქიმია, ამ დარგებზე დღეს არ არის მოთხოვნილება. მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ ამ და სხვა საბუნებისმეტყველო საგნების გარეშე რთული იქნება ქვეყანაში სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციისა და რეფორმების გატარება.

ბატონმა ნიკამ ასევე ისაუბრა პრეზიდენტის მიერ ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნის აუცილებლობის მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ მისი აზრით ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა მხოლოდ დადებითად აისახება საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალზე და მომავალში ხელს სეუწყობს მათ გასვლას საერთაშორისო ბაზრებზე.

XS
SM
MD
LG