ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი ჯვარი: ლიბიაში სამოქალაქო ომია


წითელი ჯვარი: ლიბიაში სამოქალაქო ომია
წითელი ჯვარი: ლიბიაში სამოქალაქო ომია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ლიბია უკვე სამოქალაქო ომშია ჩაფლული. წითელი ჯვრის ექიმები დაჭრილთა დიდ რაოდენობას აფიქსირებენ. ჯეიკობ კენებერგერის განცხადებით, წითელ ჯვარს არ აქვს ქვეყნის დასავლეთ რაიონებში შესვლის საშუალება, დედაქალაქ ტრიპოლის ჩათვლით, თუმცა მისი თქმით დასავლეთ ლიბიაც საკმაოდ დაზარალებულია ამ ბრძოლების შედეგად. სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ბრძოლები გრძელდება საპორტო ქალაქ რაზ ლანუფში. დღეს კადაფის ძალებმა ქალაქზე საჰაერო დარტყმები განაახლეს. ლიბიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ:

„ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. მათ შორის აქტიურად ვფიქრობთ ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე.“

XS
SM
MD
LG