ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ბრძოლები გრძელდება


ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის სამხედრო ნაწილები ტრიპოლისთან ახლოს ოპოზიციის მომხრეებს უტევენ. პარალელურად ნატოს საჰაერო ძალები განაგრძობენ სამხედრო-საჰარეო ოპერაციას ლიბიის თავზე არასაფრენი ზონის შესაქმენლად. ასევე კადაფის ძალები აქტიურად უტევენ აღმოსავლეთის ქალაქებს მისრატას და ზინთანს. აფეთქებების და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ხმა ისმოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქ ტრიპოლიშიც. ბრძოლების გააქტიურებასთან ერთად, „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, ნატოს სამხედრო გემებმა ლიბიის სანაპიროსთან დაიწყეს გაეროს მიერ ლიბიაზე დაწესებული იარაღის ემბარგოს უზრუნველყოფა. გუშინ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ახალი განცხადება გააკეთა.

„ეს ახალი ჯვაროსნული ლაშქრობაა ისლამის წინააღმდეგ. გაუმარჯოს ისლამს ყველგან. ამ ბრძოლაში ყველა ისლამური არმია მიიღებს მონაწილეობას. დემონსტრაცები ყველგან - აზიაში, ამერიკაში და ევროპაში,“ - განაცხადა კადაფიმ.

XS
SM
MD
LG