ამ ოპერაციაში პაკისტნს დახმარება გაუწია აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ. განცხადების თანახმად დაპატიმრებულია იუნის ალ მაურიტანი, რომელსაც თავის დროზე ოსამა ბინ ლადენისაგან დაევალა აშშ-ს, ევროპისა და ავსტრალიის ეკონომიკურ ინტერესებზე თავდასხმების განხორციელება. განცხადების თანახმად ოპერაცია პაკისტანის ბალუჩისტანის პროვინციაში განხორციელდა. იქვე აღნიშნავენ, რომ კვლავაც გრძელდება მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა პაკისტანისა და აშშ-ს სადაზვერვო უწყებებს შორის.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრეს-ცენტრმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულია ალყაიდას ერთ-ერთი ლიდერი და მისი ორი თანაშემწე.
ამავე თემაზე
პოპულარული
1