ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავლაკი პარასკევს დილით ქვეყნის აღმოსავლეთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს გარდაიცვალა.

იემენის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მოკლულია ანვარ ალ ავლაკი, რადიკალურად განწყობილი შეიხი, რომელიც ამერიკაში იყო დაბადებული.

სამინისტროს ცნობით, შეიხს იემენის ალყაიდასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა. ავლაკი მრავალ სხვა შეიარაღებულ საეჭვო პირთან ერთად მოკლეს. შემთხვევის დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ადგილობრივი ტომების და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ავლაკი პარასკევს დილით ქვეყნის აღმოსავლეთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს გარდაიცვალა, რომლის სამიზნეც ალყაიდას დაცვა იყო.

შეიხი რამდენიმე ტერორისტულ აქტში მონაწილეობისთვის ეჭვმიტანილი პირი გახლდათ და მას იემენის და შეერთებული შტატების ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე ეძებდა. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საქმე 2009 წელს ამერიკული თვითმფრინავის აფეთქების მცდელობა იყო. მისი სახელი ტეხასის შტატში ამერიკის სამხედრო ბაზის ჩაცხრილვაში და გასულ წელს იემენში ფრანგი მოქალაქის მკვლელობაშიც ფიგურირებდა.

XS
SM
MD
LG