ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას ატომურ სადგურზე სამუშაოები გრძელდება


ფუკუშიმას ატომურ სადგურზე სამუშაოები გრძელდება
ფუკუშიმას ატომურ სადგურზე სამუშაოები გრძელდება

იაპონიის ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის მეორე რეაქტორიდან ადგილობრივი დროით დილის 7 სთ-ზე ბოლის ამოსვლა შეწყდა.

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის მესამე რეაქტორიდან შავი ფერის ბოლი თეთრი ბოლით შეიცვალა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თეთრი ბოლი წყლის აორთქლებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მათივე განცხადებით ჯერ-ჯერობით არ არის დაფიქსირებული რადიაციის დონის მომატება. ამ ფონზე მესამე და მეოთხე რეაქტორების მიმართულებით სახანძრო ავტომობილებიდან წყლის ჭავლებია მიშვებული. ტელეარხის მიერ გავრცელებულ ცნობებში ნათქვამია, რომ ქვეყანაში სტიქიური უბედურებიტ დაზარალებულ რაიონში უკვე მიღწეულია წინსვლა ტრანსპორტის მიმოსვლის და ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში. მთლიანობაში 21 000-ზე მეტი კაცი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ არის დაკარგული, ხოლო 350 000 ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით იაპონიას ცუნამისაგან 235 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი აქვს მიყენებული.

XS
SM
MD
LG