ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიკილიქსი - ჩინეთის ეკონომიკა


ვიკილიქსი - ჩინეთის ეკონომიკა

ვიკილიქსზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ჩინეთში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა კლარკ რანდტმა 2007 წელს ვაშინგტონს გაგზავნილ მემორანდუმში აღწერა მისი საუბარი ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ლი კე ქიანგთან. მემორანდუმის თანახმად კერძო საუბარში ჩინეთის ვიცე-პრემიერმა მას კერძო საუბარში უთხრა, რომ ჩინეთის ოფიციალური ეკონომიკური სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და არაა სანდო. ექსპერტებს უკვე კარგა ხანია ეჭვები ჰქონდათ იმაზე, რომ ეს მონაცემები გაზვიადებული იყო და არ ასახავს რეალურ სურათს. სავარაუდოდ ლი პრემიერ-მინისტრ ვენ ჯიაბაოს პოსტს დაიკავებს 2013 წელს.

XS
SM
MD
LG