ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი სეულიდან ინვესტიციის მიზიდვას ცდილობს


კრემლი სეულიდან ინვესტიციის მიზიდვას ცდილობს
კრემლი სეულიდან ინვესტიციის მიზიდვას ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება, რათა შეთანხმებას მიაღწიოს სეულთან 40 წლის განმავლობაში რუსეთიდან სამხრეთ კორეისადმი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ამას გარდა კრემლს იმედი აქვს, რომ შესაძლებელი გახდება კორეასთან მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა რუსეთის ეკონომიკის დივერსიფიცირების მიზნით კორეული კაპიტალის რუსეთში ინვესტირებაზე. როგორც მედვედევმა სეულში განაცხადა:

-„რუსეთი დაინტერესებულია კორეელი ინვესტორების რუსეთში ჩასვლით. ისინი რუსეთს თანამედროვე ტექნოლოგიებს მიწვდიან და დანერგავენ წარმოების თანამედროვე კულტურას.“

დიდი ხანი არ არის რაც სამხრეთ კორეულმა დეველოპერულმა ჯგუფმა „South Korea’a Lotte Group”-მა მოსკოვის ცენტრში 300 ნომრიანი სასტუმრო ააგო. ამის პარალელურად სანკტ-პეტერბურგში ცნობილმა კორეულმა ავტო-მრეწველმა ჰუნდაიმ 500 მილიონ დოლარად შეფასებული ავტო ქარხანა გახსნა. ამას გარდა აღსანიშნავია ის, რომ სამსუნგისა და ელჯის კვლევით ცენტრებში ასობით რუსი მეცნიერია დაკავებული. ამჟამად სეულში მოსკოვი კორეულ კომპანიებთან ატარებს მოლაპარაკებებს გემთმშენებლობის, ელექტროტრანსფორმატორების წარმოებასა და ვლადივოსტოკში ნავთობის მოპოვებისათვის ჭაბურღილების ზღვაში პლატფორმების კორეული კომპანიების მიერ მოთავსების თაობაზე. კორეის საკითხებში რუსმა ექსპერტმა, რომელიც ამჟამად სიდნეის უნივერსიტეტში ასწავლის შემდეგი მოსაზრება გამოთქვა კორეისა და რუსეთის ურთიერთობაზე:

-„ სამწუხაროდ რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილი ჯერაც განუვითარებელია და პრაქტიკულად დაუსახლებელი. ამიტომაც რუსეთი ცდილობს, რომ კორეა გახდეს ამ რეგიონში პოტენციური ინვესტორი და დეველოპერი, რაც ჩინელ ინვესტორებსა და დეველოპერებს კონკურენციას უქმნის. „

რაც შეეხება მოლაპარაკებებს რუსეთსა და კორეას შორის ბენებრივი აირს შესახებ ვარფაუდით საჭირო გახდება 100 მილიარდი დოლარის ინვესტირება. ეს შეთანხმება აგრეთვე გულისხმობს ვლადივოსტოკში კორეული კორპორაციის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისათვის ქარხნის აგებას. გაზპრომის წარმომადგენელმა ალექსეი მილერმა სეულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი პერსპექტივა აქვს ბუნებრივი აირის რუსეთიდან აზიაში ექსპორტს.

-„ მოგეხსენებათ გაზპრომის პრიორიტეტი ევროპაა, მაგრამ ბუნებრივი აირის აზიურ ბაზარზე რუსეთის ექსპორტმა სულ მოკლე ხანში შეიძლება რუსეთის ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის დონეს მიაღწიოს.“

გასულ წელს რუსული ნავთობის იმპორტი დაიწყო სამხრეთ კორეამ ციმბირზე გამავალი ახალი ნავთობსადენით, ისევე როგორც რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა სახალინიდან.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის პრობლემებიც, რომლებიც არსებობს-რუსეთ-სამხრეთ კორეის ურთიერთობაში. გასულ წელს სამხრეთ კორეის სალჩომ მოსკოვში თხოვნით მიმართა რსეთის ხელისუფლებას დაიცვას ის 2000 სამხრეთ კორეელი სტუდენტი, რომელიც ამჟამად რუსეთში განათლებას იღებს. რუსი სკინჰედებსი თავდასხმის შედეგად ერთი კორეელი სტუდენტი მოკლე, ხოლო მეორე კი დაჭრეს. ამას გარდა ჩრდილოეთ კორეა ცდილობს ხელი შეუშალოს იმ გაზსადენისა და რკინიგზის მშენებლობას, რომლებიც სამხრეთ კორეას დააკავშირებდა ციმბირის ბუნებრივ რესურსებთან.

აღსანიშნავია, რომ მედვედევმა სეულში ჩასვლამდე სამხრეთ კორეული ერთ-ერთი გაზეთისადმი მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მისი თქმით რუსეთს აშფოთებს, რომ ჩრდიოეთ კორეის ბირთვული იარაღის გამოცდის რადიუსი ქალაქ ვლადივოსტოკიდან ას კილომეტრშია.

XS
SM
MD
LG