ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშერის ატომური ელექტროსადგური განაგრძობს მუშაობას


ბუშერის ატომური ელექტროსადგური განაგრძობს მუშაობას

როგორც ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა თებერვლის შუა რიცხვებში ირანის მოსახლეობა ელეაქტროენერგიას მიიღებს ბუშერის ატომური ელექტროსადგურისგან. როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა ბუშერის ატომურ ელექტროსადგურში საწვავის ჩატვირთვა უკვე დაიწყო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია სულაც არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ბუშერის ატომურმა ელექტროსადგურმა ელექტროენერგია გამოიმუშავოს. თუმც მისივე თქმით აშშ უარყოფითად უყურებს ირანის სხვა ბირთვულ ობიექტებზე ბირთვული იარაღის შემუშავების მიზნით საიდუმლო პროგრამის განხორციელებას.

XS
SM
MD
LG