პაკისსტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ ალბათ წლები იქნება საჭირო იმისათვის, რომ პაკისტანი ფეხზე დადგეს გამანადგურებელი სტიქიური უბედურების შემდეგ. თუმც, მან იქვე აღნიშნა, რომ პაკისტანმა შეიძლება ვეღარასოდეს მიაღწიოს იმას, რომ მთლიანად დასძლიოს ეს შედეგები. მის განცხადებაში მან კვლავ გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შექმნილ მდგომარეობას საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენებენ ისლამსტი მეამბოხეები. პრეზიდენტმა ზარდარიმ განაცხადა, რომ ამჟამად პაკისტანის მთავრობა იღწვის იმისათვს, რომ მომავალში მსგავსი კატასტროფები იქნას თავდან აცილებული.