ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება


პაკისტანი კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება
პაკისტანი კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება

ავღანეთში უშიშროების დარგში საერთაშორისო დახმარების შეიარაღებული ძალების რწმუნებულმა ბრიგადის გენერალმა კარსტენ იაკობსენმა პაკისტანი გააკრიტიკა.

პაკისტანი კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგანაც როგორც იაკობსენი ამტკიცებს იგი საკმარისად აქტიურ ზომებს არ მიმართავს, რათ აღკვეთოს პაკისტანში მოქმედი ტერორისტული შეიარაღებული ჯგუფების მოქმედება, რომლებიც მეზობელ ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებს ახორციელებენ. მან კერძოდ თქვა: - "ისლამაბადმა ბევრი რამ გააკეთა ამტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, მაგრამ ერთი რამ უდაოა პაკისტანს კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. " იაკობსენს მიაჩნია, რომ პაკისტანმა უფრო მეტ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რათა არ მისცეს ტერორისტებს მის ტერიტორიაზე გადაჯგუფების საშუალება.

XS
SM
MD
LG