ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კვლავ მსხვერპლია


პაკისტანში კვლავ მსხვერპლია
პაკისტანში კვლავ მსხვერპლია

ბომბი შიიტ მუსლიმთა რელიგიურ პროცესიაზე პენჯაბის პროვინციაში ამოქმედდა.

პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით, დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ბომბი შიიტ მუსლიმთა რელიგიურ პროცესიაზე პენჯაბის პროვინციაში ამოქმედდა.

სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა საკანალიზაციო ჭაში იყო დამონტაჟებული და მისი ამოქმედება პროცესიის მიახლოებისთანავე მოხდა.

ქალაქ ხანპურში გამართული შიიტთა რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი პროცესია მე-7 საუკუნეში დაღუპული წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის გარდაცვალების გამო გლოვის მე-40 დღეს აღნიშნავდა.

შიიტ მუსლიმთა მასობრივი პროცესიები სუნიტ ექსტრემისტთა ხშირი სამიზნეა. პაკისტანის მოსახლეობის რელიგიურ უმრავლესობა შიიტებს ერეტიკოსებად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG