ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი პაკისტანს აფრთხილებს


კლინტონი პაკისტანს აფრთხილებს
კლინტონი პაკისტანს აფრთხილებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პაკისტანში ჩავიდა. ისლამაბადში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ქალბატონმა კლინტონმა პაკისტანის მხარეს ავღანეთის საზღვართან განლაგებული თალიბთა თავშესაფრების საბოლოო განადგურება მოსთხოვა.

ჩვენი გზავნილი მკაფიოა: გავაგრძელებთ ბრძოლას, თანამშრომლობას და მშენებლობას... პაკისტანი ან მოგვეხმარება, ან ხელს შეგვიშლის... როდესაც ეზოში გველები გყავთ, იმის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, რომ ისინი მხოლოდ თქვენს მეზობლებს უკბენენ“.

ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში მშვიდობის მისაღწევად სამხედრო დაჯგუფება ჰაკანის წევრებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ჰაკანი ავღანეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკის და ნატოს შენაერთებზე განხორციელებული არაერთი თავდასხმის ავტორია. ქალბატონმა კლინტონმა ასევე გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ალყაიდასთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება პაკისტანის ხელისუფლების უშუალო ჩარევით და ხელშეწყობით მოხდა.

XS
SM
MD
LG