ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია განცხადებას აკეთებს სირიაზე


საერთაშორისო ამნისტია განცხადებას აკეთებს სირიაზე

ადამიანის უფლებების ქომაგთა ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ სირიის უშიშროების ძალებმა როგორც სჩანს კაცობრიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს ლიბანთან სასაზღვრო რაიონში განლაგებულ ერთ-ერთ დაბა კალკალახში ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის დროს.

საერთაშორისო ამნისტია ციტირებას უხდენს თვითმხილველებს, რომლის თანახმად ამ დაბის მამაკაცთა უმეტესობა დააკავეს და აწამეს. დაკავების ადგილას 9 კაცი გარდაიცვალა. როგორც საერთაშორისო ამნისტია ამტკიცებს მომხდარი ნაწილია სისტემატური და ფართომასშტაბიანი თავდასხმების კამპაანიისა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ეს ორგანიზაცია გაეროს უშიშროების საბწოს მოუწოდებს სირიაში შექმნილი მდგომარეობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ განიხილოს.

XS
SM
MD
LG