ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი კონვეი ავღანეთზე განცხადებას აკეთებს


ამერიკის ქვეით მეზღვაურთა მეთაურმა გენერალმა ჯეიმს კონვეიმ განაცხადა, რომ ალბათ წლები იქნება საჭირო იმისათვის, რომ ავღანეთის სამხრეთ პროვინციებში მისმა ქვედანაყოფებმა უშიშროების სადავეები ავღანურ ძალებს გადასცენ. გენერალმა კონვეიმ ეს განცხადება პენტაგონში მის ბოლო პრეს-კონფერენციაზე გააკეთა მის თადარიგში გასვლამდე. მისივე თქმით პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმა ამერიკელი ძალების მომავალ წელს ავღანეთიდან გაყვანაზე განხორციელდება, თუმც ეს არ შეეხება ავღანეთის სამხრეთს, სადაც ხშირ შეტაკებებს აქვთ ადგილი ამერიკულ ქვეით მეზღვაურებსა და მეამბოხეებს შორის. ავღანეთში ამერიკის შეერთებლი შტატებისა და ნატოს სამხედრო ძალების მეთაურმა გენერალმა დეივიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ ნატოს ძალებმა ავღანეთის რამოდენიმე პრვინციაში ისევე როგორც ქაბულში შესძლეს თალიბების გავლენის შემცირება. მისივე თქმით ამის მიღწევა შესაძლებელია მთელს ავღანეთში, თუმც ამას განსაზღვული დრო დასჭირდება.

XS
SM
MD
LG