ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი საქართველოში


ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი საქართველოში
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი საქართველოში

ევროპის რეკონსტრუკციის და განვითარების ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად საქართველოს 115,5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს. როგორც ცნობილია სესხი მოხმარდება საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ფარავნის 87 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.

ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტები, ეკონონომიკის ექსპერტები ქალბატონი ეკა ლეკაშვილი და ბატონი მიხეილ თოქმაზიშვილი აკეთებენ კომენტარებს:

ე.ლ. - „რა თქმა უნდა თვითონ პროექტი ძალიან საინტერესოა ინვესტიციების თვალსაზრისით და თვითნ დარგი ენერგეტიკის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქ განხორციელებული ინვესტიციები დიდ ინტერესებს ბადებს, მაგრამ ალბათ აღნიშნული საკითხი სხვადასხვა ჭრილში მოითხოვს განხილვას. ეს საკითხი ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ეკოლოგიური ასევე ეკონომიკური და ასევე ტექნიკური თვალსაზრისითაც და იმ თვალსაზრისითაც თუ რა სარგებლის და დანაკარგის მოტანა შეუძლია აღნიშნული პროექტის განხროციელებას ამ. პირველ რიგში შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ენერგეტიკის ბაზარზე ფასის შემცირების მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თუ დავაკვირდებით მოცემულ ინფორმაციას იგი ძირითადად ორიენტირებული არის ექსპორტის განვითარებაზე. შესაბამისად ვფიქრობ უფრო ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტად დასაფიქრებელია აღნიშნული პროექტის განხორციელება. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც ინვესტიციის შემოდინება ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის და კერძოდ ამ დარგისთვის.“

მ.თ. – „ ევროპის რეკონსტუქციის და განვითარების ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად დაახლოებით 115 მილიონ დოლარს გამოყოფს იმისათვის, რომ აშენდეს ფარავნის ჰიდროელექტროსადგური. ამ ელექტროსადგურს აქვს ორმხრივი დატვირთვა, ერთის მხრივ მან უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი მოთხოვნილებები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ხოლო ზაფხულის პერიოდში მან უნდა მოახდინოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. საქმე ის არის, რომ საქართველოს სტრატეგიული განვითარება ემყარება ენეგრგეტიკის ექსპორტსა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ეს არის საკმაოდ მიმზიდველი სფერო უცხოელი ინვესტორებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითადად თურქული კონგლომერაცია განახორციელებს აღნიშნულ პროექტს ევროპის რეკონსტრუციის განვითარების ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად. მთლიანობაში მას აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ერთის მხირვ საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი საგარეო ურთიერთობებში და მოახდინოს ამ ელექტროენერგიის ექსპორტი და მეორეს მხრივ ეს კდიევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებეს უფრო წარმატებული იყოს თავისი ადგილობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. გარდა აღნიშნულისა, ეს პროექტი თავისთავად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის მთლიანად ფინანსდება, როგორც ბანკის მიერ ასევე კორპორაციების მიერ. შესაბამისად მას ექნება საკმაოდ დიდი ეკონომიკური დატვირთვა იმისათვის, რომ განვითარდეს ადგილობრივი ეკონომიკა და მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.“

XS
SM
MD
LG