ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კონგრესის ლიდერებს ხვდება


ობამა კონგრესის ლიდერებს ხვდება

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წამყვანი რესპუბლიკელი და დემოკრატი ლიდერები მიიწვია თეთრ სახლში იმ იმედით, რომ მიაღწიონ კომპრომისს ბიუჯეტის საკითხზე.

თეთრ სახლში მიწვეულთა შორის არიან სენატის უმრავლესობის დემოკრატი ლიდერი ჰერი რაიდი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რესპუბლიკელი ჯონ ბენერი. განხილვის მთავარი საგანია სამთავრობო ხარჯების მნიშვნელოვანი შეკვეცა. 1 ოტომბერს ფისკალური წლის დაწყებიდან აი უკვე 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ს სამთავრობო სტრუქტურები დროებითი ფინანსური შეთანხმებების მეშვეობით ფუნქციონირებენ. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ კონგრესმა დღესაც ვერ მიაღწია სეთანხმებას ბიუჯეტის საკითხზე. უკანასკნელ დროებით შეთანხმებას ვადა პარასკევს გადის. რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ არ აპირებენ დროებითი შეთანხმებების გაგრძელებას. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი ქერნიმ განაცხადა პრეზიდენტი ობამა იმედს იტოვებს, რომ კომპრომისი მაინც იქნება მიღწეული.

XS
SM
MD
LG