ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი სლოვენიასა და სერბეთს ეწვევა


პუტინი სლოვენიასა და სერბეთს ეწვევა

მიმდინარე კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი სლოვენიაში და სერბეთში ჩავა.

მიმდინარე კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი სლოვენიაში და სერბეთში ჩავა, სადაც მოლაპარაკებებს იქონიებს ენერგეტიკის საკითხზე. სერბეთი და სლოვენია დათანხმდნენ შავი ზღვიდან მათ ტერიტორიაზე გაატარონ გაზსადენი, რომლითაც ბუნებრივი აირი მიეწოდება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. პუტინი ლიუბლიანაში შეხვდება სლოვენიის პრეზიდენტ დანილო ტურკს და პრემიერ-მინისტრ ბორუტ პაჰორს. მხარეები ხელს მოაწერენ ეკონომიკის დარგში რუსეთ-სლოვენიის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ოთხშაბათს პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთსი დელეგაცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა.

XS
SM
MD
LG