ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება


მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება

სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჩემპიონატის ორგანიზატორები ცდილობენ რომ ყველაფერი მოასწრონ 11 ივნისამდე. პირველ რიგში ისინი იმ 10 სტადიონის კეთილმოწყობაზე ზრუნავენ, რომლებიც საფეხბურთო მაჩტებს უმასპინძლებენ. მათ შორის არის იოჰანესბურგის სოკერ სიტის სტადიონი, რომელზეც 90 000 ადამიანი ეტევა.

სამხრეთ აფრიკელები მოუთმენლად ელიან ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწებას, რომელსაც პირველად უმასპინძლებს აფრიკის კონტინენტი. სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მსოფლიო ჩემპიონატის 64 შეხვედრა ჩატარდება.

სამხრეთ აფრიკის მთავრობამ დაახლოებით ორი მილიარდი დოლარი დახარჯა 5 ახალი სტადიონის ასაშენებლად. ერთ-ერთი მათგანი ქალაქ დურბანშია, რომელიც 70 000 გულშემატკივარისთვის არის გათვალისწინებული.

დურბანის სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა სამხრეთ აფრიკა ზიმბაბვეს ამხანაგური შეხვედრით. ფეხბურთის გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩნენ სტადიონის მდგომარეობით. როგორც ერთ-ერთი მათგანი ნკოსინატი ველინგტონი ამბობს:“ ეს სტადიონი მშვენივრად გამოიყურება 2010 წლისთვის და მზადაა დიდ თამაშებს უმასპინძლოს.“

აღნიშნულ სტადიონზე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის 7 თამაში გაიმართება. სტადიონის თაღი 106 მეტრის სიმაღლისაა. სახურავზე ასვლა სპეციალური ლიფტის საშუალებით შეიძლება, საიდანაც ქალაქის და ინდოეთის ოკეანის ხედები იშლება.

კეიპტაუნის ახალი სტადიონიც 70 000 გულშემატკივარს იტევს. ის ერთი მხრივ რობენის კუნძულზე მდებარე აპარტეიდის დროინდელ სატუსაღოს ესაზღვრება მეორეს მხრივ კი სახელგანთქმულ თეიბალ მაუნთს გაჰყურებს.

ახალი სტადიონები აშენდა სამხრეთ აფრიკის პატარა ქალაქებშიც, მათ შორის პოლოკვეინსა და ნელსპრუითში. მანამდე არსებულ 5 სტადიონს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია გაუკეთდა.

2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გადამწყვეტი თამაშები იოჰანესბურგის სოკერ სიტის 90 000 კაციან სტადიონზე გაიმართება, რომელიც ქალაქის გარეუბან სოუეტოში მდებარეობს. ამ სტადიონზე 8 შეხვედრა ჩატარდება, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის და ფინალური თამაშები.

სამხრეთ აფრიკის სტადიონები არგენტინის ეროვნული გუნდის მთვარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ მოინახულა, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა მათი მდგომარეობით. მისი თქმით:“ სტადიონს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არაჩვეულებრივი სტადიონია, რომლის მსგავსი არცთუ ისე ბევრია მსოფლიოში.“

სამხრეთ აფრიკელები ამაყობენ თავიანთი ახალი სტადიონებით და ამავე დროს ელიან რომ ფეხბურთის ჩემპიონატზე ჩამოსული უამრავი ტურისტი მათ მშვენიერ ქვეყანასაც დიდი ინტერესით დაათვალიერებს.

XS
SM
MD
LG