ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში პატრიოტის სისტემის რაკეტსაწინაღო ბატარეები ჩაიტანეს


მათ ამერიკელი სამხედროები ჩაყვნენ, რომლებიც რუსეთის საზღვრიდან 64 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მორაგში განთავსდნენ.

პოლონეთში გასულ კვირას პატრიოტის სისტემის რაკეტსაწინაღო ბატარეები ჩაიტანეს. მათ ამერიკელი სამხედროები ჩაყვნენ, რომლებიც რუსეთის საზღვრიდან 64 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მორაგში განთავსდნენ.

მორაგი პოლონეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქია, სადაც ასამდე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი იმსახურებს 2012 წლამდე. ისინი პოლონელ ჯარისკაცებს პატრიოტის სისტემებზე მუშაობას შეასწავლიან. ეს ამერიკელი ჯარისკაცების უმსხვილესი შენაერთი იქნება, რომელიც ოდესმე პოლონეთში იყო განთავსებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მიიღეს 2008 წელს.

აღსანიშნავია რომ ამერიკული ჰაერსაწინაღო სისტემები რუსეთის კალინინგრადის ანკლავიდან 64 კილომეტრის მანძილზეა დაშორებული, რაც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთებას იწვევს. რუსებმა უკვე ოფიციალურად განაცხადეს რომ მათთავის გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით აარჩიეს ეს რაიონი, სადაც ახალი იარაღის განლაგება არანაირად არ შეუწყობს ხელს სტაბილობის დამყარებას.

რუსეთი დიდ ხანია საკუტარ საზღვრებთან ნატოს შეაიარაღების განლაგების წინააღმდეგ გამოდის. მოსკოვი ყოველთვის ეწინააღმდგებოდა პოლონეთსა და ჩეხეთში ახალი რაკეტსაწინაღი სისტემების დამონტაჟებას, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროს იგეგმებოდა. მიუხედავად იმისა რომ ამერიკელები მტკიცებით ახალი სისტემები ირანიდან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად იყო საჭირო, რუსეთი ამას მის წინააღმდეგ არსებულ მუქარად აღიქვამდა.

ამის გამო პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა ამ გეგემებზე და პოლონეთში პატრიოტის სისტემების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.

მორაგში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიჩმა განაცხადა რომ პოლონეთსი ამერიკის ჯარების ყოფნა ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებს. მისი თქმით:“ რაც უფრო მეტი ამერიკელი იქნება პოლონეთში მით უფრო გაუადვილდება შეერთებულ შტატებს და ევროპას ნატოს მე-5 პარაგრაფის მიხედვით მოქმედება, რომელიც ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმას, მთლიანად ნატოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად აღიქვამს.“

მიუხედავად ამ განცხადებისა პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს რომ ახალი იარაღი არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული:“ დიდ ექსპერტობა არ არის ჭირდება იმის მიხვედრას რომ ამ სახეობის იარაღის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით შეიძლება და ის ვერასოდეს დაემუქრება პოლონეთის მეზობელ სახელმწიფოებს.

პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ამჟამად ვარშავის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის იანუშ ონუჟკევიჩის განცხადებით:“ პატრიოტის ტიპის რაკეტები რუსეთს იმდენად არ აშინებს რამდენადაც ბუშის ადმინისტრაციის დროს არსებული გეგმები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უახლესი რაკეტსაწინაღო სისტემების განთავსებას ითვალიწინებდა. ამ შემთხევაში მოსკოვი შიშობდა რომ დაკარგავდა ბირთვულ პარიტეტს შეერთებულ შტატებთან და მეორეზრაისხოვან სახელმწიფოდ გადიაქცეოდა.

აღსანიშნავია რომ პოლონეთში ჯერჯერობით მხოლოდ გასაშვები პლათფორმები დაამონტაჟეს თავად საბრძოლო რაკეტების გარეშე, რომელთა განთავსებაც მოგვიანებით არის დაგეგმილი.

თავად ადგილობრივი მოსახლეობა მოწონებით შეხვდა პატრიოტების განლაგებას მათ ქალაქში, რაც უსაფრთხოების გაუმჯობესბასთან ერთად პოლონეთის ხელისუფლებას აიძულებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ქვეყნის ამ მიყრუებულ რაიონს.

XS
SM
MD
LG