ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა კვლავ იმუქრება


ჩრდილოეთ კორეა კვლავ იმუქრება
ჩრდილოეთ კორეა კვლავ იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა სამხედრო პროვოკაციებს ახორციელებს, რაც მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

დღეს ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ ფხენიანი გაზრდის ქვეყნის ბირთვულ არსენალს შეერთებული შტატების „მტრული“ პოლიტიკის საპასუხოდ.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატების მტრული პოლიტიკა და სამხედრო მუქარა“ აიძულებს ჩრდილოეთ კორეას გააძლიეროს ქვეყნის ბირთვული შეიარაღების არსენალი. განცხადებაში არ იყო მოცემული დამატებითი დეტალები იმის შესახებ თუ რაში გამოიხატება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების არსენალის გაძლიერება.

გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა აღიაროს, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო პროვოკაციებს ახორციელებს, რაც მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ტორონტოში დიდი ოცეულის სამიტის მიწურულს ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მიუნგ-ბაკს.

XS
SM
MD
LG