ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კანონმდებლებს მოუწოდებს


პრეზიდენტი ობამა კანონმდებლებს მოუწოდებს
პრეზიდენტი ობამა კანონმდებლებს მოუწოდებს

ამერიკა გამარჯვების ზღვარზეა, რადგანაც სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ საბოლოო დეტალების შეთანხმება პარასკევს დაასრულეს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა კანონმდებლებს ფინანსური რეფორმის კანონპროექტის დაყოვნების გარეშე დამტკიცებას სთხოვს. მისი თქმით, ეს რეფორმა ამერიკას ეკონომიკის გასაძლიერებლად, რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება.

ბატონმა ობამამ ყოველკვირეულ ინტერნეტ მიმართვაში განაცხადა, რომ ამერიკა გამარჯვების ზღვარზეა, რადგანაც სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ საბოლოო დეტალების შეთანხმება პარასკევს დაასრულეს.

ახალი კანონპროექტის დანიშნულება მომხმარებლის დაცვა და რისკიანი ფინანსური გარიგებების რეგულირებაა. ექსპერტების აზრით, სწორედ ასეთმა საბანკო ოპერაციებმა გამოიწვია გლობალური ფინანსური კრიზისი.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი 4 ივლისამდე დამტკიცდება.

რესპუბლიკელი ლიდერები ობამას უმუშევრობის შემცირებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტი სხვას ვერაფერს მიაღწევს, გარდა ქვეყნის ისედაც დიდძალი ვალის კიდევ უფრო გაზრდისა.

XS
SM
MD
LG