აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ პირისპირ შეხვედრას აპირებს ავღანეთში ამერიკის სამხედრო კონტინგენტის მეთაურთან გენერალ სტენლი მაკკრისტალთან, სანამ მიიღებდეს გადაწყვეტილებას გაათავისუფლოს თუ არა იგი მისი თანამდებობიდან მის მიერ პრესაში გაკეთებული უარყოფითი კომენტარებისათვის მისი ადმინისტრაციის მისამართით. მისივე თქმით მაკკრისტალს ასევე შეხვდება თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი. გენერალი სასწრაფოდ გამოიძახეს ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტონმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გენერალი მაკკრისტალი და მისი თანაშემწეები მასხრად იგდებენ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჩათვლით. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა რობერტ გიბსმა განაცხადა ამ სტატიამ ობამას აღშფოთება გამოიწვია. მანამდე თავდაცვის მდივანმა გეითსმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ მაკკრისტალმა უხეში შეცდომა დაუშვა. იქვე ნათქვამია, რომ მაკკრისტალმა გეითსს ბოდიში მოუხადა.
პოპულარული
1