ამერიკის დედაქალქში მოტოციკლისტები დაღუპულ მეომართა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.
ათასობით მოტოციკლისტი დღეს ვაშინგტონში შეიკრიბა დაღუპულ მეომართა ხსოვნის დღის აღსანიშნავად. ისინი ყოველწლიურ მარშში მიიღებენ მონაწილეობას.
მარში ვაშინგტონის ცენტრში იმართება და მოტოციკლებზე მსხდომი მარშის მონაწილეები ამერიკელი სამხედრო ტყვეების მიმართ საზოგადოების ყურადღებას იპყრობენ.
შაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა ამერიკელებს, პატივი მიაგონ დაღუპულ მეომრებს არა სიტყვებით, არამედ საქმით.