ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალყაიდას მეთაური აკრიტიკებს არაბული ქვეყნების ლიდერებს


ალყაიდას მეთაური აკრიტიკებს არაბული ქვეყნების ლიდერებს
ალყაიდას მეთაური აკრიტიკებს არაბული ქვეყნების ლიდერებს

ალყაიდას რანგით მეორე მეთაურმა აიმან ალ ზავაჰირიმ არაბული ქვეყნების ლიდერები დაახასიათა, როგორც არაბი სიონისტები. აუდიო განცხადებაში, რომელიც ერთ-ერთ ისლამურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ალ ზავაჰირი ამტკიცებს, რომ არაბული ქვეყნების ლიდერები უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ებრაელი სიონისტები. ამ კონტექსტში ზავაირის მაგალითად მოჰყავს ეგვიპტს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი, რომელმაც ბლოკირება მოუხდინა ეგვიპტის საზღვარს ღაზას სექტორთან. ალ ზავაჰირი მუსლიმებს მოუწოდებს ანაგრძონ ბრძოლა და მხარი დაუჭირო პალესტინელებს. მან მაღალი შეფასება მისცა თალიბების ბრძოლას ავღანეთში.

XS
SM
MD
LG