ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი გაეროს მოთხოვნებს უყენებს


გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აპირებს გაეროს წაუყენოს მოთხოვნა, რათა მან ტერორისტთა სიიდან თალიბთა 50 ყოფილი წევრი ამოიღოს. ვინაობადაუსახელებელმა ავღანელმა ოფიციალურმა პირმა ვაშინგტონ პოსტის კორესპონდენტს უთხა, რომ ეს მოთხოვნა შედეგია ავღანეთის მთავრობისა და მოლაპარაკების. ბოლო დროს ჰამიდ კარზაი ყველა ღონეს ხმარობს, რათა პოლიტიკური გზებით მოაგვაროს აი უკვე 9 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი და ამ პროცესში იგი ყოფილი თალიბი ოფიციალური პირების ჩართვას აპირებს.

XS
SM
MD
LG