ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ და რუსეთმა ჯაშუშები გაცვალეს


რუსეთის 10 აგენტი 4 მზვერავზე გაცვალეს.

ცივი ომის დამთავრების შემდეგ, პირველად რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ვენაში ჯაშუშების გაცვლა მოხდა.

შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული რუსეთის 10 აგენტი, ამერიკის სასარგებლოდ მუშაობაში დადანაშაულებულ 4 მზვერავზე გაცვალეს.

რუსეთის 10 ჯაშუშის დეპორტაცია ხუთშაბათს, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა. რაც შეეხება ამერიკის აგენტებს, ისინი პრეზიდენტმა მედვედევმა შეიწყალა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უდანაშაულობა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის აგენტებს რაიმე სერიოზული ზიანი არ მიუყენებიათ ამერიკის უსაფრთხოებისთვის.

XS
SM
MD
LG