ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და ნეტანიაჰუ ერთობლივ განცხადებას აკეთებენ


თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მან და ისრაელი პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ გულდასმით მიმოიხილეს ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პრობლემა. მისივე თქმით ნეტანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს პალესტინელებთან.თავის მხრვ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დრომა უშუალო მოლაპარაკებები დაიწყოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის როგორც ნეტანიაჰუმ განაცხადა ბოლო დროს გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ თითქოს ბზარი გაჩნდა ამერიკა-ისრაელის ურთიერთობებში აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვერაფერი შეარყევა ამერიკა-ისრაელის მეგობრობას.

XS
SM
MD
LG