დღეს შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. მოეწყობა ბარბექიუები, პატრიოტული აღლუმები, აენთება კოცონები და ბოლოს ფოიერვერკები.
234 წლის წინ, 1776 წელს 13-მა ამერიკულმა კოლონიამ ბრიტანეთისგან გამოყოფის და სახელმწიფის შექმნის შესახებ განაცხადეს. დღეს ვაშინგტონში კონგრესის შენობის წინ ათიათასობით ადამიანი უდიდესი ფოიერვერკების სანახაობას დაესწრება.