შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დამოუკიდებლობის დღეს ერაყში ამერიკის ჯარებთან ერთად აღნიშნავს.
დღევანდელი განრიგის მიხედვით, მას შეხვედრები ჰქონდა ერაყის პრემიერ-მინისტრთან ნური ალ-მალიქთან და მის კონკურენტთან აიად ალავისთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ერაყის პრეზიდენტთან ჯალალ თალაბანთან. ჯო ბაიდენის ვიზიტის პარალელურად, ერაყში ტერორისტული აქტი მოხდა.
ქალმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ რამადაში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 4 ადმაიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა.