ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს განაგრძობს.


ვაშინგტონი მზადაა აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამხრეთ კავკასიაში თავის ტურნეს განაგრძობს. ის დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მას მთიანი ყარაბაღის კონფლქიტის გადაჭრაში დახმარება სთხოვა. ალიევის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ალიევთან შეხვედრამდე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა ასევე წარმოადგენს შეერთებული შტატები შეშფოთების საკითხს. პრეზიდენტ ალიევთან საუბრის შემდეგ, ჰილარი კლინტონმ განაცხადა, რომ, ვაშინგტონი მზადაა აზერბაიჯანს და სომხეთს მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს.

აზერბაიჯანში ვიზიტისას ქალბატონმა კლინტონმა პრეზიდენტ ალიევთან ასევე ისაუბრა დაპატიმრებული ოპოზიციცური ინეტრნეტ-საიტების აქტივისტების შესახებაც, რაც აზერბაიჯანში მედიის შეზღუდვის გამოხატულებაა. აზერბაიჯანიდან ჰილარი კლინტონი დღესვე სომხეთში გაემზგავრა, ხოლო ხვალ ის თბილისს ეწვევა.

XS
SM
MD
LG