ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში ათი ადამიანი დაიღუპა


ყირგიზეთში ათი ადამიანი დაიღუპა
ყირგიზეთში ათი ადამიანი დაიღუპა

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მეთაური როზა ოტუნბაევა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მეთაური როზა ოტუნბაევა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ქალაქ ოშში მომხდარ ძალადობას ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების მონაცემებით 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია 500ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით შეტაკებებს ადგილი ჰქონდა ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკ მოსახლეობას შორის. შეხლა შემოხლა დღესაც გრძელდებოდა.როზა ოტუნბაევას განცხადებით:

“შეტაკებები ინსპირირებულია სხვადასხვა ძალის მიერ, მათ შორის არიან ისეთებიც რომლებიც დაინტერესებულნი არიან ყირგიზეთის დესტაბილიზაციით და მომავალი რეფერენდუმის ჩაშლით.”

დემონსტრანტებმა ფანჯრები ჩაამსხვრიეს, გაძარცვეს ადგილობრივი საწარმოები და გადაწვეს მანქანები. შედეგად, ოშსა და სამ მიმდებარე რაიონში ყირგიზეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით ოშში გაიგზავნა სამხედრო ტექნიკა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ყირგიზეთის მოსახლეობასა და ხელისუფლებას სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. მან ისაუbრა კანონის უზენაესობისა და დიალოგის მნიშვნელობაზეც.

XS
SM
MD
LG