ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში მაღაროში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა


ვლადიმირ პუტინმა ციმბირის კემეროვოს რეგიონში მდებარე საავადმყოფოში დაშავებული მაღაროელები მოინახულა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით დასავლეთ ციმბირში ქვანახშირის მაღაროში მეთანის გაზით გამოწვეული ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი დღეს 47-მდე გაიზარდა.

ხელისუფლების ცნობით 43 მაღაროელი დღემდე დაკარგულად ითვლება. მაღაროში დარჩენილ მუშებს წყლის დონე საფრთხეს უქმნის. ხელისუფლების ცნობით სამაშველო სამსახურს ორ დღეზე ნაკლები დარჩა მაღაროელების გადასარჩენად.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ციმბირის კემეროვოს რეგიონში მდებარე საავადმყოფოში დაშავებული მაღაროელები მოინახულა. მან აგრეთვე მიმოიხილა რასპადსკაიას მაღაროში მიმდინარე სამაშველო სამუშაოები და უბედური შემთხვევის „დეტალური გამოძიება“ მოითხოვა.

XS
SM
MD
LG