ამერიკელი კანონმდებლები მოერიდნენ დიპლომატიურ დაპირისპირებას ამერიკის მოკავშირე თურქეთთან და არ დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელსიც მე-20 საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ სომეხთა დახოცვას გენოციდს უწოდებენ. რეზოლუციის მომხრენი იმედოვნებდნენ, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მიაღწევდა რეზოლუციაზე კენჭისყრას, სანამ კონგრესი შეწყვეტდა მუშაობას. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას თხოვა არ დაეშვა კენჭისყრა.
კონგრესმა არ დაამტკიცა რეზოლუცია სომეხთა გენოციდზე

პოპულარული
1