ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და საუდის არაბეთი თანხმდებიან


აშშ და საუდის არაბეთი თანხმდებიან
აშშ და საუდის არაბეთი თანხმდებიან

ეს ამერიკის ისტორიაში იარაღით ვაჭრობის სფეროში უდიდესი კონტრაქტია.

შეერთებული შტატების კონგრესი საუდის არაბეთთან 60 მილიარდიანი სამხედრო კონტრაქტის დადებას დაუჭერს მხარს.

ეს ამერიკის ისტორიაში იარაღით ვაჭრობის სფეროში უდიდესი კონტრაქტია, რომელიც კონგრესმა 30 დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.

მანამდე 200-მე ამერიკელმა კანონმდებელმა მოაწერა ხელი შეერთებული შტატების თავდაცვის და სახელმწიფო მდივნების სახელზე გაგზავნილ განცხადებას, რომელიც შეშფოთებას გამოხატავდა აღნიშნული ხელშეკრულების ისრაელის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობის გამო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება მომავალი 20 წლის განმავლობაში, საუდის არაბეთისთვის ახალი ამერიკული ეფ-15 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების და შვეულმფრენების მიწოდებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG