ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი წყნარი ოკეანის ლიდერობაზე საუბრობს


კლინტონი წყნარი ოკეანის ლიდერობაზე საუბრობს
კლინტონი წყნარი ოკეანის ლიდერობაზე საუბრობს

ჰილარი კლინტონმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა შეხვედრები გამართეს ავსტრალიელ კოლეგებთან.

შეერთებული შტატები წყნარი ოკეანის ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს. ამის შესახებ ავსტრალიაში ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები, როგორც „წყნაროკეანური, ასევე ატლანტიკური ზესახელმწიფოა.“

დღესვე ჰილარი კლინტონმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა შეხვედრები გამართეს თავიანთ ავსტრალიელ კოლეგებთან - საგარეო საქმეთა მინისტრ კევინ რუდთან და თავდაცვის მინისიტრ სტივენ სმიტთან.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მხარეები შექმნიან შერეულ სამუშაო ჯგუფს, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარება იქნება. ასევე შეერთებული შტატები გამოიყენებს ავსტრალიის პორტებს, აეროპორტებს და სამხედრო ბაზებს.

XS
SM
MD
LG