შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მხარს უჭერს ინდოეთის მოთხოვნას, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობის შესახებ. პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულ შტატებს და ინდოეთს აქვთ ისტორიული შესაძლებლობა და ინდოეთმა თავისი სამართლიანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოში. დღეს ბარაკ ობამამ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან მანმოჰან სინგხთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ აქ ჩამოვედით იმ განზრახვით, რათა გავაძლიეროთ შესანიშნავი ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის“- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
მისი თქმით, ინდოეთი, უკვე მსოფლიოს ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და შეერთებული შტატების და ინდოეთის ურთიერთობები 21-ე საუკუნეს მდგომარეობას განსაზღვრავს. ბარაკ ობამამ ასევე გამოხატა მზადყოფნა, შეიტანოს თავისი წვლილი ინდოეთის და პაკისტანის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, თუმცა მისივე თქმით, ვაშინგტონს გადაწყვეტილების ძალდატანებითი მიღება არ შეუძლია.