მექსიკის უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებთან შეტაკების დროს, მექსიკური ნარკოკარტელის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი მოკლეს.
ეზიკელ კარდენა გუილენი , რომელიც მეტსახელად ტონი შტორმითაა ცნობილი, ერთსაათაინი ოპერაციის შედეგად, მექსიკა-ამერიკის სასაზღვრო ქალაქში მატამოროსში დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის არიან აგრეთვე დანაშაულებრივი დაჯგუფების 3 წევრი და უშიშროების ძალების 2 თანამშრომელი. დაღუპულია მატამოროსის ადგილობრივი გაზეთის "ელ ექსპრესოს" ჟურნალისტიც .
კარდენას ადგილსამყოფელის გაცემისთვის მექსიკის მთავრობამ 2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ამერიკაში კი ეს ჯილდო 5 მილიონ დოლარი გახლდათ.
კორდენა აშშ-ში მარიჰუანასა და კოკაინის მთავარ მიმწოდებელად ითვლებოდა.