პოლიტიკურ წრეებში ქვეყნის გარშემო ამერიკელი რესპუბლიკელები და დამოკრატები საკუთარ ოპონენტების მიერ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო სისიტემის მხარდაჭერისა და იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში ბიზნესს აწარმოებენ, გადასახადების შემსუბუქების გამო კრიტიკის ქარცეცხლში არიან.
კონგრესის ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, დაძაბულობის ტემპერატურა მატულობს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი, ლორელ ბოუმანი ვაშინგტონიდან იტყობინება, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობა შეშფოთებას არა უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე წარმოებული ომის გამო, არამედ შესუსტებული ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო გამოთქვამს.
ევან ტრეისი პოლიტიკური რეკლამის სფეროში არასამთავორბო მედია ანალიზის ჯგუფში მუშაობს:
“ ჩინეთი მტრის კარგი სახეა, რადგან მიჩნეულია, რომ მისი ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. ის ამერიკის დომინანტი ეკონომიკისთვის საფრთხედ აღიქმება. არსებობს აზრი, რომ ჩინეთი ამერიკული სამუშაო ადგილების დასაკავებლად მოდის. ან ფული ჩვენი გადასახადებიდან ჩინეთის ბიუჯეტში მიდის. აქ მართლა ფიქრობენ, რომ კანდიდატები ამ სარეკლამო აქციებისთვის ძალდატანებას ახდენენ.”
ოჰაიოს შტატის დემოკრატი წარმოამდგენლის ზაკ სპეისის განცხადებით, მისი ოპონენტების მხარდაჭერა თავისუფალი ვაჭრობის მიმართ ჩინეთში სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.
მკვლევარებისა და ეკონომისტების დიდი რაოდენობა იზიარებს იმ აზრს, რომ ამ ბრალდებების დიდი ნაწილი გადაჭარბებულია. დენ გრისვორდი, კატოს ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ეს გლობალიზაციის პროცესის ნაწილია და ამერიკელები, მათ შორის პოლიტიკოსები მას სიხარულით უნდა შეხვდნენ.
“ჩვენ დღეს საშუალო კლასის სამომხმარებლო ეკონომიკა გვაქვს. ამერიკელების 8 პროცენტი სამომხმარებლო სექტორში მუშაობს და ეს ყველა ინდუსტრიული მდიდარი ქვეყნის ბუნებრივი განვითარებაა. ჩვენ ჩვენი პოლიტიკოსები ამ სასიამოვნო რეალობას უნდა შევაჩვიოთ.”
გრისვოლდი და სხვები ამბობენ, რომ ეს ამერიკელ ამომრჩეველის წინაშე გულწრფელობას ნიშნავს. ისინი დაჟინებით იმეორებენ, რომ ჩინეთში სამეწარმეო სამსახურები, რომლებიც ჩინეთისთვის გარე რესურსებს იზიდავენ, უკან ამერიკაში უნდა დაბრუნდეს.
“ვფიქრობ პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკის ეკონომიკურ პრობლემებში ჩინეთის დადანაშაულებას ცდილობენ, უბრალოდ მართლები არ არიან იმ ამომრჩევლის წინაშე, ვისი პატივისცემის დამსახურებასაც ცდილობენ.”
“პოლიტიკაში, მთავარი კონტექსტი დღეს სხვა კომპანიის სამუშაო ადგილია. მოკლედ რომ ვთქვათ, შენი საარჩევნო კამპანიის მიზანია, ფაქტების შენეული ვერსია დაასახელო, ის რომ სამუშაო ადგილები ჩინეთში გადავიდა, საგადასახადო შეკვეცების გამო ? ასეა, მასტიმულირელელი დოლარები ჩინური კომპანიების ხელში ხვდება? დიახ, ასეა.”
სხვანაირად რომ ვთქვათ, ამერიკელი ამომრჩევლის დასადგენია რა არის აბსოლუტური და რა შელამაზებული სიმართლე. არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ამ დროისთვის, სხვადასხვა საშუალებით ასობით რეკლამა ტრიალებს, სადაც ჩინეთი ცუდი ბიჭის როლშია გამოყვანილი.