ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილი


Provera biračkog spiska u Kairu.
Provera biračkog spiska u Kairu.

სტატია ამერიკა თურქეთის ურთიერთობებს ეხება, შეერთებულ შტატებში არსებული ძლიერი სომხური ლობის გააქტიურების ფონზე.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ სარედაქციო წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ამერიკა თურქეთის ურთიერთობებს ეხება, შეერთებულ შტატებში არსებული ძლიერი სომხური ლობის გააქტიურების ფონზე.

ორმა დემოკრატმა სენატორმა ბარბარა ბოქსერმა და რობერტ მენენდესმა დაბლოკეს სახელლლმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დიპლომატის მეთიუ ბრაიზას კანდიდატურა აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე.

სენატორებზე ამერიკაში სომხების ეროვნული კომიტეტის პოზიციამ მოახდინა გავლენა, რომელიც ამერიკაში ძლიერი სომხური ლობის ნაწილია. მათი უმრავლესობა კალიფორნიაში ცხოვრობს. ქალბატონი ბოქსერი კი სწორედ კალიფორნიის შტატს წარმოადგენს სენატში. არადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ფაქტიურად დამტკიცებული იყო ბრაიზას კანდიდატურა, რომ არა ამ დემოკრატი სენატორების პროსომხური პოზიცია.

მეთ ბრაიზა უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში კავკასიის საკითხებზე მუშაობდა რესპუბლიკელი და დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციის პირობებში. სამი წლის მანძილზე იგი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას ცდილობდა. ამ თანამდებობაზე მეთ ბრაიზამ ორივე მხარის მხარდაჭერა და პატივისცემა დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ბოქსერის წინააღმდეგობის ოფიციალური მიზეზი სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის ფონზე ბატონი ბრაიზას პასიურობით აიხსნა, რაც ამერიკული გაზეთის სარედაქციო წერილის მიხედვით აშკარად თითიდან გამოწოვილი მიზეზია.

„ვაშინგტონ პოსტი“ კიდევ უფრო შორს მიდის და არ მალავს თავის აღშოთებას ამერიკაში სომხური ეროვნული კომიტეტის საზიზღარი პროპაგანდის გამო, რომელსაც აჰყვა დემოკრატი სენატორი მენენდესი და მეთიუ ბრაიზას მეუღლის ქალბატონი ზეინო ბარანის საკითხის დაყენებაც კი გაბედა, რომელიც თურქული წარმოშობის ამერიკელი მკვლევარია. მიუხედავად იმისა, რომ ზეინო ბარანი ცნობილია თურქეთის მთავრობის მკაცრი კრიტიკით, დემოკრატი სენატორის ოფისი ამტკიცებდა, რომ ბატონი მენენდესი შეშფოთებული იყო თურქეთის ხელისუფლებასთან მისი კავშირებით.

გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ პირდაპირ სამარცხვინოს უწოდებს იმ გარემოებას, რომ ამერიკელი დიპლომატის მეუღლის წარმომავლობა შესაძლოა მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

ამერიკის სომხური დიასპორის მოქმედება კი ხშირად სწორედ სომხეთის ეროვნული ინტერსების წინააღმდეგ არის მიმართული. მათი უპასუხიმგებლო პოლიტიკის წყალობით ჩაიშალა სომხეთისა და თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგების პროცესი, რაც კიდევ უფრო ზრდის ერევნის დამოკიდებულებას რუსეთზე და ამ ქვეყანას სიღარიბის ჭაობში ითრევს.

თუ ამერიკაში მოქმედი სომხური ეროვნული კომიტეტი მაინც მიაღწევს თავის მიზანს და დაბლოკავს აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩის კანდიდატურას, მაშინ ამერიკა კიდევ უფრო დაკარგავს თავის გავლენას კავკასიაში და ამ რეგიონში ახალი ომის საფრთხეც რეალური გახდება. ამგვარია ქალბატონი ბოქსერის და ბატონი მენენდესის მოღვაწეობის სავალალო შედეგი. დასძენს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი.“

XS
SM
MD
LG