ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყელმა ჯარისკაცმა ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა


ერაყელმა ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა ამერიკელი სამხედრო მეთაურის დაცვას, რომელიც ერაყის სამხედრო ბაზას ეწვია. მოკლულია 2, ხოლო დაიჭრა 9 ამერიკელი ჯარისკაცი. ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ერაყელ ჯარისკაცს მანამდე შელაპარაკება მოუვიდა ამერიკელ ჯარისკაცებთან და ამის ნიადაგზე მან ცეცხლი გაუხსნა მათ. ერაყის ჩრდილოეთში ამერიკული ძალები მეთაურმა გენერალ-მაიორმა ტონი კუცოლომ ინციდენტს ტრაღიკული უწოდა. მიმდინარეობს გამოძიება. ამ ფონზე ბაღდადის ცენტრში ცნობილი ერაყელი ტელეჟურნალისტი მოკლეს.

XS
SM
MD
LG