ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მომხმარებლის ხარჯვის მაჩვენებელმა მოიმატა


ამერიკელი მომხმარებლის ხარჯვის მაჩვენებელმა მოიმატა
ამერიკელი მომხმარებლის ხარჯვის მაჩვენებელმა მოიმატა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი უცვლელი რჩებოდა.

ივლისში ამერიკაში მომხმარებლის ხარჯვის მაჩვენებელმა მოიმატა. ეს კი ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მომხმარებლის მიერ ხარჯვის მაჩვენებელმა ივლისში ნული მთელი 4 მეათედი პროცენტით მოიმატა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი უცვლელი რჩებოდა.

ინვესტორები მიმდინარე კვირის განმავლობაში რამდენიმე ეკონომიკურ ანგარიშს მიიღებენ. ორი მათგანი უმუშევრობის ორი კი წარმოების მხრივ შეაფასებს ქვეყნაში არსებულ ვითარებას.

წინასწარი ინფორმაციით, უმუშევრობის მაჩვენებელი სავარაუდოდ 9.6 პროცენტი იქნება.

XS
SM
MD
LG