შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ამერიკელების მიერ სახელმწიფოსგან მიღებული უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნა დრამატულად გაიზარდა.
პრეზიდენტმა ობამამ აღიარა,რომ ეკონომიკის წისნვლა შენელებულია და კანონმდებლებს მოუწოდა პოლიტიკური შეუთანხმებლობა გვერდზე გადადონ და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ 26 მილიარდ დოლარიან კანონპროექტს კენჭი უყარონ.
კერძო კომპანიები თავს არიდებენ ახალი თანამშრომლების აყვანას. ამ ფონზე კი გასულ კვირას 500 ათასმა ამერიკელმა მოითხოვა უმუშევრობის შეღავათები.
პრეზიდენტი ობამა ამბოს, რომ დროა კონგრესი ამოქმედდეს:
"თუ სურვილი გვაქვს, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ამ პროცესს ხელი უნდა შევუწყოთ" განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული კანონპროექტი მცირე ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებასა და სესხების გაცემის პროცესის გაადვილებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად მასწავლებლებისა და პოლიციელების სამუშაო ადგილების შესაქმნელად ყოველ შტატზე თანხა გაიცემა.
თუმცა რესპუბლიკელი ჯონ ბონერი ამბობს, რომ ეს კანონპროექტი მთავრობის მიერ ფულის უგუნურად ფლანგვას ცხადყოფს.
"ჩვენ გაკოტებულები ვართ და არ შეგვწევს ძალა შტატებს ფინანსური დახმარება გავუწიოთ."-ამბობს კანონმდებელი.
პრეზიდენტი ობამა ამბობს, რომ შუალედური არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების დაგროვების მიზნით რესპუბლიკელები კანონპროექტის შეფერხებას ცდილობენ.
"პოლიტიკური თამაშებისთვის ჩვენ დიდი დრო გვაქვს, მაგრამ ჩვენი თამაშებისთვის მცირე ბიზნესის მფლობელებს არ აქვთ დრო. "
ამერიკელი ამომრჩეველი უკმაყოფილოა ეკონომიკის პროგრესით. სწორედ ამ აზრის გათვალისწინებით, რესპუბლიკელები თვლიან, რომ არჩევნების შემდეგ უმრავლესობას მოიპოვებენ კონგრესში. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო აზრიც, რომლის თანახმად ობამას ადმინისტრაციამ ქვეყანა რეცესიიდან გამოიყვანა.
როს აისენბერი,რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტია ამბობს:
"ეკონომიკა სტაბილურ მდგომარეობაშია. ყოველ თვეს 700 ათასამდე სამუშაო ადგილი უქმდებოდა. როდესაც ობამა მოვიდა სათავეში ეს პროცესი შეწყდა ანუ სტაბილური გახდა. მან გადაარჩინა ავტოინდუსტრია. მან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ არ უფასდება ეს კი პრობლემას წარმოადგენს."
პრეზიდენტი, რომელიც ამ კვირაში ამერიკულ ტურნეს ატარებს, მოსახლეობას აღნიშნული კანონპროექტს აცნობს, რომელიც ამერიკის დეფიციტის არ გაზრდის და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.