ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანს მილიარდობით დოლარი დასჭირდება აღდგენითი სამუშაოებისათვის


გაეროში პაკისტანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მილიარდობით დოლარია საჭირო წყალდიდობის შედეგების დასაძლევად. მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონის რეაბილიტაციისათვის ორ ნახევარი მილიარდი დოლარია საჭირო - განაცხადა მან. ჟენევაში გაკეთებულ განცხადებაში გაეროში პაკისტანის ელჩმა ზამირ აკრამმა აღნიშნა, რომ აღდგენითი სამუშაოებისათვის სლ მცირე 5 წელია საჭრო. მისივე თქმით სტიქიური უბედურება შეეხო 132 000 კვადრატული კილომეტრის სიდიდის ტერიტორიას, რაც ინგლისის ხელაა და რომ ეს რაიონი მთლიანად წყლითაა დაფარული. განადგურებულია ერთი მილიონი ჰექტარის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო მიწები. გაეროს განცხადების თანახმად 20 მილიონ პაკისტანელს, რომლებიც სტიქიური უბედურების რაიონში აღმოჩნდნენ ჯერ კიდევ არ მიუღია დახმარება.

XS
SM
MD
LG